ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აღნიშნა ასლან ბჟანიამ იუბილე და რას წერენ აფხაზები გოგონაზე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს?
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი 6 აპრილს იუბილარი იყო. აფხაზები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოს, თუ როგორ აღნიშნა მათმა ლიდერმა დაბადების დღე ახლობლების წრეში. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ის ახალგაზრდების გარემოცვაშია.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მისთვის ხუმრობით ხელის გადაწევას ცდილობს. სოციალურ ქსელებში ადგილობრივებმა დაწერეს, რომ ის ბჟანიას მეგობარი გოგონაა, რომელთანაც ბოლო ხანებში ხშირად ხედავენ.
სხვა ვიდეოში იგივე გოგონა ამბობს ე.წ. პრეზიდენტის სადღეგრძელოს, ბოკლებში ისხამენ წითელ ღვინოს და სადღეგრძელოს ავტორი მკაფიოდ ამბობს, რომ ეს ქართული ღვინო "საფერავია". სუფრის წევრი, რომელიც ვიდეოს იღებს, კადრში ახვედრებს ბოთლს, სადაც ნამდვილად ჩანს ქართული წარწერა.
აფხაზების ლიდერს გუშინ 60 წელი შეუსრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას დაბადების დღე რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა. მისალოც ტექსტში პუტინი ბჟანიას ნამდვილ, საიმედო სტრატეგიულ მეგობარსა და მოკავშირეს უწოდებს.
ადგილობრივების თქმით, ბოლო ხანებში ბჟანია საერთოდ არ უწევს ანგარიშს მოსახლეობას, მათ პროტესტს, საუბარს იმედგაცრუებაზე, პრობლემებზე... განაგრძეთ კითხვა