"12 წლის ანის დედა გწერთ..." - დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი, მიმართვას ავრცელებს:
"12 წლის ანის დედა გწერთ, ჩემი შვილის მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხვის ფაქტის შესახებ. მქონდა კომუნიკაცია, შემდგომში იმ ადგილზე რომ არ მომხდარიყო კვლავ უბედური შემთხვევა და ვითხოვე განათება და მოწესრიგება. ოღონდ... ჯერ არ არის დასრულებული გამოძიება და ექსპერტიზის პასუხები მოსული. ამიტომ ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ. გამგეობამ როგორც ამიხსნა, მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა, რაც მოხდა. მე დღეს მოვითხოვე პასუხი ამ ნებართვის გაცემის შესახებ. ვარ მოლოდინის რეჟიმში. ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა." - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.