"ახლა გეტყვით, რა არის რეალური მიზეზი... გულწრფელად გეუბნებით" - ლევან მურუსიძე
ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან; ხან ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება.
„ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პრობლემები, შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის საელჩოსადმი, მეეჭვება ეს მოხდეს.
თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან; ხან ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ.