loader

"დედასაც სცოდნია, ეტყობა ხელს აფარებდა... მეორე დაც ყოფილა ოჯახში...“ - რას ამბობენ ადგილობრივები კახეთში მამის მიერ 14 წლის გოგონაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედასაც სცოდნია, ეტყობა ხელს აფარებდა... მეორე დაც ყოფილა ოჯახში...“ - რას ამბობენ ადგილობრივები კახეთში მამის მიერ 14 წლის გოგონაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.

ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.