loader

"ჩვენ აშშ-ს ივანიშვილის გარემოცვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ! უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ სიახლეებს" - დავით არახამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ აშშ-ს ივანიშვილის გარემოცვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ! უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ სიახლეებს" - დავით არახამია

ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: აშშ-მა, პირველად, ოთხ ქართველ მოსამართლეს კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა, - ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე დავით არახამია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

„ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა.

მინდა შეგახსენოთ, რომ აშშ-ს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ სიახლეებს“, - წერს არახამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.