რას ამბობენ მოქალაქეები სურსათის ფასებთან დაკავშირებით? - "ორგან ვმუშაობ, რომ საჭმელი ვიყიდო"
20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ სურსათზე ფასების დასარეგულირებლად ახალ კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა.
მისივე თქმით, კანონპროექტი დამყარებული იქნება ევროპულ პრაქტიკაზე, რაც იმპორტიორ და საცალო კომპანიებს ფასნამატის ლიმიტებსა და საზღვრებს უწესებს.
ინიციატივიდან თვე-ნახევრის შემდეგ, კანონპროექტზე მუშაობის დაწყებამდე, საინტერესოა, რა მდგომარეობაა ბაზარზე და არის თუ არა უკვე ცვლილებები.
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლებაში სურსათის ფასები კვლავ იწვევს უკამყოფილებას. მათი აზრით, საკვებ პროდუქტებზე ფასები არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა.
ღარიბაშვილის თქმით, 2022 წელთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონე, მარტის თვის მონაცემებით, შემცირდა და 5.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციური წნეხის შემცირება ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტსა და მედიკამენტების ფასებზე.
უმრავლესობის აზრს არ ეთანმება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. მათი თქმით, სასურსათო პროდუქტებზე ფასის კლება შესამჩნევია და მათ პირად ბიუჯეტს საგრძნობლად დაეტყო.