loader

"პირდაპირი სიგნალია ივანიშვილისთვის" - მამუკა ხაზარაძე ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირი სიგნალია ივანიშვილისთვის" - მამუკა ხაზარაძე ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე

"აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ" - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დემოკრატიის უკუსვლას ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები არავის აპატიებენ.

"დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები" - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.