"ქოცების თავზე პირველი მეხი გავარდა" - რას წერს გიგი უგულავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებაზე
აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
ამ გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ასე ეხმიანება”
"ქოცების თავზე პირველი მეხი გავარდა. სასამართლო კლანის ბოსები და მათი ოჯახის წევრები ამერიკაში არ შეიშვებიან. სანქციას ხელს აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აწერს. დაიძრა მატარებელი”, - წერს უგულავა