loader

„ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ „მოდაშია“ და შემდგომ ქუჩაში აგდებენ“ - ყველა ძაღლი დაიჩიპება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ „მოდაშია“ და შემდგომ ქუჩაში აგდებენ“ - ყველა ძაღლი დაიჩიპება

„კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება, ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომლებიც ქუჩაში მოხვდებიან, იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

გარდა ამისა, მაია ბითაძის თქმით, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.