“ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა!“ - რას წერს მსახიობი ნანა ბუთხუზი?
“ჩემი არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე შვილი წინა საახალწლოდ დააჯარიმეს ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობის გამო! ჯარიმა 20₾ , 2018 წელს 5₾ იყო! ( ის კიდევ ცალკე ამბავია, როგორც დააჯარიმეს, მაგრამ არ შევეხები, შორს წაგვიყვანს არაადამიანური მოპყრობის კუთხით!). ჯარიმა 20₾, მე, მისმა კანონიერმა მშობელმა, მეორე დღესვე გადავიხადე, 2022 წლის 29 დეკემბერს!
გუშინ, 2023 წლის 4 აპრილს, ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა! ბანკიდან დაწყებული, ყველა უწყებაში დავრეკე! ნამდვილი"ცისფერი მთები და ტიანშანია"! კანტორები! ბოდვა! სიგიჟე!
შვილმა მკითხა - რა ხდება, დედა?! ვპასუხობ - გილოცავ! ეს საქართველოა! დღე მშვიდობისა "გრუზია"! თქვენ მოიპოვეთ ბავშვთა ჩაგვრისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის უფლება გამყარებული მილიარდებით! წარმატებები!“ - წერს მსახიობი ნანა ბუთხუზი.