loader

“ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა!“ - რას წერს მსახიობი ნანა ბუთხუზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა!“ - რას წერს მსახიობი ნანა ბუთხუზი?

“ჩემი არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე შვილი წინა საახალწლოდ დააჯარიმეს ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობის გამო! ჯარიმა 20₾ , 2018 წელს 5₾ იყო! ( ის კიდევ ცალკე ამბავია, როგორც დააჯარიმეს, მაგრამ არ შევეხები, შორს წაგვიყვანს არაადამიანური მოპყრობის კუთხით!). ჯარიმა 20₾, მე, მისმა კანონიერმა მშობელმა, მეორე დღესვე გადავიხადე, 2022 წლის 29 დეკემბერს!

გუშინ, 2023 წლის 4 აპრილს, ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა! ბანკიდან დაწყებული, ყველა უწყებაში დავრეკე! ნამდვილი"ცისფერი მთები და ტიანშანია"! კანტორები! ბოდვა! სიგიჟე!

შვილმა მკითხა - რა ხდება, დედა?! ვპასუხობ - გილოცავ! ეს საქართველოა! დღე მშვიდობისა "გრუზია"! თქვენ მოიპოვეთ ბავშვთა ჩაგვრისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის უფლება გამყარებული მილიარდებით! წარმატებები!“ - წერს მსახიობი ნანა ბუთხუზი.