როგორ შედის დონალდ ტრამპი დაკავების შემდეგ სასამართლო დარბაზში - კადრებს BBC ავრცელებს
როგორ შედის დონალდ ტრამპი დაკავების შემდეგ სასამართლო დარბაზში - კადრებს BBC ავრცელებს
ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა, სადაც მას ბრალდებებს წარუდგენენ. მოსალოდნელია, რომ ტრამპი საკუთარ თავს უდანაშაულოდ გამოაცხადებს.
როგორც მედია წერს 30-ზე მეტი ბრალდების შესახებ დეტალები, რომლებიც ტრამპს წარედგინება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ნაფიც მსაჯულთა საბრალდებო დასკვნას ლუქი აეხსნება.
საბრალდებო დასკვნა გამომდინარეობს გამოძიებიდან, რომელიც დაკავშირებულია 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ ფულთან დაკავშირებით.
CNN-ის თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, საინფორმაციო გამოშვებები ვერ შეძლებენ ტრამპისადმი ბრალდებების წაყენების პირდაპირ ტრანსლაციას.
პროცესის დაწყებამდე ხუთ ფოტოგრაფს საშუალება ექნება ფოტოები გადაუღოს ყოფილ პრეზიდენტს და სასამართლო დარბაზს.