loader

ვრცელდება დონალდ ტრამპის დაკავებამდე, მანჰეტენის სასამართლოში მისი შესვლის კადრები, როგორ უქნევს ხელს ის მხარდამჭერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება დონალდ ტრამპის დაკავებამდე, მანჰეტენის სასამართლოში მისი შესვლის კადრები, როგორ უქნევს ხელს ის მხარდამჭერებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაპატიმრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში მივიდა და ახლა იგი პოლიციის მიერ არის დაპატიმრებული მის მომავალ სასამართლო სხდომამდე.

CNN-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპის თითის ანაბეჭდებს აიღებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია გადაუღებენ თუ არა დაკავების ფოტოს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ და ბრალდებებს წარუდგენენ.

როგორც მედია წერს, ტრამპის სასამართლოში გამოჩენა დიდი ალბათობით სწრაფი და რუტინული იქნება, მაგრამ CNN-ის თანახმად, “აშშ-ის ისტორიაში სურეალისტურ და ისტორიულ მომენტს” წარმოადგენს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელი არ არის, რომ ტრამპს ხელბორკილები დაადონ, ვინაიდან ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

წყარო: CNN