"მოწამლულია ადამიანი და ამის აღიარება არ უნდათ" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის ექიმების კონსილიუმს დასკვნა ექნება, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ ტექსტზე ისაუბრებენ.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“,მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე აღნიშნა, აუცილებელია, სტრასბურგის სასამართლომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის სრული სურათი დაინახოს.