"ინტელექტთან ცოტა მწყრალადაა... მე ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს!" - თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე
ვერ მივხვდი, საერთოდ რა ამოცანა ჰქონდა ინტერვიუს. სავარაუდოდ, იყო მცდელობა, დაეწყოთ მისი გარეცხვა. სინამდვილეში, მან ვერც გუშინ თქვა სათქმელი, - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერვიუს.
თინა ხიდაშელის განცხადებით, დავით კეზერაშვილი, როგორც ჩანს, „ინტელექტთან მწყრალადაა“, რადგან ჰგონია, რომ ვინმე დაიჯერებს, რომ მან თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს მიღებული გამოცდილებით ბიზნესი ააწყო.