"ვიღაც წერს ჩემზე, რომ პედოფილიაო და არასრულწლოვანს სწერსო" - გიორგი ვარდოსანიძე საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს და შსს-ს მიმართავს
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და შსს-ს მიმართავს:
"სალამი, მეგობრებო, უცნაური თემით გაწუხებთ. ჩემი მეგობრის, სანდრო დავითაშვილის კომენტარი ვნახე, მონიშნული ვიყავი. შევედი - მის ფოტოზე. ვიღაც წერს, რომ "ვარ პედოფილი" და ჩემს არასრულწლოვან მეგობარს სწერს და სქრინებს უგდებსო, ჩემზეა საუბარი. და სანდრო გაგიჟებული წერდა, ვინ ხარო. კომენტარის ავტორს მივწერე და გაირკვა, რომ ბავშვია. ვეუბნები, შვილო, მოდი, მნახე. თუ ვიღაც ჩემს ფოტოს ბოროტად იყენებს, ლაჯზე უნდა ავხიო, უნდა ვუჩივლო. ეს არის სერიოზული დანაშაული. ბოლოს მივხვდი, რომ ბავშვი მეღადავებოდა. შსს, თუ გინდათ, ამ ბავშვს ყური აუწიეთ და დასაჯეთ. მე ამ ბავშვის მშობლების ნომერი მინდოდა, მაგრამ არ მომცა ცოცხალი თავით. შსს, როგორ უნდა მოვძებნო ეს ბავშვი და რა ჯანდაბა გავაკეთო?", - ამბობს ვარდოსანიძე ვიდეოში.