"კატასტროფა ხდება, კომენტარს ვეღარ ვაკეთებ, მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, გადავკეტოთ გზა" - რა ხდება დიღმის მასივში?
ევგენი მიქელაძის 11 ნომრის მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „რენესანს ესთეითის“ წინააღმდეგ ერთიანდება. ადგილობრივების პროტესტის ძირითადი მიზეზი უმოკლეს მანძილზე მიმდინარე მშენებლობაა. ადგილზე მუშაობისას ვცადეთ, „რენესანს ესთეითის“ წარმომადგენლისგან მიგვეღო კითხვებზე პასუხი, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.