საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მონაწილეობა მიიღო
დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა - დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტის მონაწილეებს - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს.
სამიტი - „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.