ვინ არის მამაკაცი, რომელმაც "ამბასადორში" ხანძარი გააჩინა
"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციისთვის, დაკავებული სწორედ ის პიროვნებაა, რომლის კადრებიც გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. კადრებში ჩანდა ნახევრად შიშველი მამაკაცი, რომელიც ხანძრის შემდეგ ცდილობდა, სასტუმრო დაეტოვებინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძარი გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართული მთლიანად განადგურდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.