loader

ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებთან, ედუარდ ჰეგერთან, რობერტ გოლობისა და ანდრეი პლენკოვიჩთან და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც ერთი წლის წინ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერები კიევში ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.