"ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა - გადაეფარა ბიძინას" - ზურა ჯაფარიძე
"ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა - გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა" - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგა.
"ბიძინა რომ გაიწია პოლიტიკიდან, მერე დაიწყო კურსის ცვლილებაო - რა გაიწია? სად გაიწია?
ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? აბა, რა ქნას? ვინც ჭამთ, რატომ ჭამთ ამას? რა ძალა გადგიათ?" - წერს ჯაფარიძე.