"ის გზა, რომელიც გამოვიარე, სრული კატასტროფაა" - რა ხდება რიკოთის გზაზე, რას ამბობს მგზავრი?
"მთავარი არხის" ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში შეზღუდული იყო მოძრაობა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერის გზაზე. დაფიქსირდა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც. მდგომარეობას ართულებდა მეტეოროლოგიური პირობებიც, რადგან მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. რიკოთის გვირაბი და გზის მონაკვეთი შესაძლო მეწყრული პროცესების განვითარების გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, დაიკეტა და დასავლეთისკენ მოძრავი ავტოსატრანსაპორტო საშუალებები ამ დროისთვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მიმართულებითაა გადართული.