loader

"არ მჯერა! ეს გამოსვლა ჰოლივუდში, სადაც ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოდგა..." - ნუცა ბუზალაძეზე ჰოლივუდში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მჯერა! ეს გამოსვლა ჰოლივუდში, სადაც ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოდგა..." - ნუცა ბუზალაძეზე ჰოლივუდში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბილი და პრეს­ტი­ჟული მუ­სი­კა­ლური კონ­კურ­სის „ამერიკის ვარსკვლავის“ პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავიდა. ნუცამ საოცარი შესრულებით შეძლო და მოხიბლა მსოფლიო ვარსკვლავები, ლაიონელ რიჩი, კეტი პერი და ლიუკ ბრაიანი, მათგან რჩევებიც და ოქროს ბილეთიც მიიღო, რაც ჰოლივუდში გამგზავრებას და მეორე კასტინგში მონაწილეობას ნიშნავს.

ამჯერად ნუცა "ფეისბუქის" პირად გვერდზე შოუს ვიდეოს აქვეყნებს, როდესაც ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოუდგა.

„არ მჯერა!! ეს გამოსვლა ჰოლივუდში, სადაც ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოდგა გამოვა 2 აპრილს, დაელოდეთ American Idol“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

შეგახსენებთ, რომ "ამერიკის ვარსკვლავში" შესარჩევ ეტაპზე ნუცამ ორი სიმღერა შეასრულა და ჟიურიც მოხიბლა.