ევროპული ჭადრაკის ისტორიაში ქართველმა ქალმა მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება - მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია
ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია. ევროპული ჭადრაკის ისტორიაში ქართველმა ქალმა მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება. არაბიძემ 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა.
აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.