loader

"თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, ამ გზით არ წახვიდეთ" - რა ხდება ამ წუთებში ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, ამ გზით არ წახვიდეთ" - რა ხდება ამ წუთებში ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე?

"ჭიათურა-ზესტაფონის გზა ჩაკეტილია და მძღოლები შემოვლითი სოფლებით მიდიან. თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, ამ გზით არ წახვიდეთ" - "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.