ამ წუთებში თბილისსა და ლაგოდეხში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი.
სპეცოპერაცია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ერთ-ერთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია. პოლიცია, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორებს აკავებს.
დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.