სალომე ზურაბიშვილი შვედეთის პრინცესას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლა. შესაბამის ვიდეომასალას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა/
ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.