"პირდაპირ გეტყვით, ამაზრზენია, როცა ამ ყველაფერს აპროტესტებენ და აჟრიალებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სკამებზე "გადასკოჩილი" ადამიანები გააუპატიურეს" - მამუკა მდინარაძე
ამაზრზენია, როდესაც ამ ყველაფერს ის ადამიანები აპროტესტებენ და ამ ყველაფერზე იმ ადამიანებს აჟრიალებთ ვითომ, რომლებიც სისტემას ქმნიდნენ და თავის მხრივ, სკამებსა და მაგიდებზე „გადასკოჩილი“ ადამიანები გააუპატიურეს, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რამდენიმე ქალის მხრიდან „პოსTV“-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველა ქალს უჭერს მხარს, რომელიც რეალური მსხვერპლია და დევნას, შევიწროებას, ძალადობას განიცდის.
მისი თქმით, არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს.
რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას, გმობს თუ არა ის შალვა რამიშვილის ქმედებებს, რაც ტელეეთერით ჩანაწერის სახით გავრცელდა, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ სასამართლოს გარეშე ადამიანის გასამართლება ამაზრზენია.