"საინტერესო განცხადება გააკეთა ლევან ბეჟაშვილმა... რატომ იცრუა გილაურმა?!" - თაკო ჩარკვიანი
"საინტერესო განცხადება გააკეთა ლევან ბეჟაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში: "ნიკა გილაური "ნაცმოძრაობის" სიიდან პრემიერად უნდა დასახელებულიყო 2020 წელს, მაგრამ შემდეგ მიშა სააკაშვილი დასახელდა". ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ განაწყენდა გილაურიო - ბეჟაშვილმა პასუხი ასე გასცა: "რა ვიცი, მას შემდეგ ოპოზიციურ პარტიაში ერთხელ რომ არ გამოჩნდები"...
არადა, რამდენიმე წუთის წინ გილაურმა განაცხადა, "10 წელია პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ, არანაირად, არა გამიკეთებია რაიმე კომენტარიო". არადა, ფაქტია, თურმე პრემიერად სახელდებოდა 2020 წელს.
რატომ იცრუა გილაურმა?!" - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა გუშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.
აღნიშნულს ნიკა გილაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა.