loader

„ბავშვი შიშის გამო ვერ საუბრობს..." - ახალი ამბავი 3 წლის ბავშვზე, რომელიც ბათუმში, ბატუტზე მძიმედ დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ბავშვი შიშის გამო ვერ საუბრობს..." - ახალი ამბავი 3 წლის ბავშვზე, რომელიც ბათუმში, ბატუტზე მძიმედ დაშავდა

ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის მოზარდი თურქეთიდან ბათუმში გადმოიყვანეს და ბათუმის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. როგორც ემიგრანტების „იმედი“ შოთო სიხარულიძე ამბობს, ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება.

„ბავშვი შიშის გამო ვერ საუბრობს, თუმცა ყველაფერი ესმის და როცა რაღაც სჭირდება, თვალებით ანიშნებს მშობლებს. ბათუმში გუშინ გადმოიყვანეს. ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, ამისთვის კი დიდი თანხებია საჭირო. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა“, - ამბობს შოთო სიხარულიძე.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებული ანგარიშის ნომრებზე:

მიმღები მამა თაზო ბერიძე: GE67TB7699245068100030 თიბისი; GE20BG0000000545804997 საქართველო.