loader

ნიკა მელია თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელია თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „კა-გე-ბეს" მეთოდით ჭორების გავრცელებას" უწოდებს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდა ჩემს სამომავლო გეგმებზე. ვისაც ის ახმოვანებს, უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.

დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით", ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით, იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.

„კა-გე-ბეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!“ - წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.