loader

"ბიძინა ივანიშვილმა ეს სატანა კაცი გააგდო ქვეყნიდან, ივანიშვილი უნდა დაეჯილდოებინათ" - რას ამბობენ ნორვეგიის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინა ივანიშვილმა ეს სატანა კაცი გააგდო ქვეყნიდან, ივანიშვილი უნდა დაეჯილდოებინათ" - რას ამბობენ ნორვეგიის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეები?

თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაპატიმრებული პირების ახლობლების აქცია გაიმართა.

როგორც აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, მათი პროტესტის მიზეზი ის ჯილდოა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიისგან“ მიიღო.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, მიუღებელია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი 2 დღის წინ გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

ვიდეო: "TV პირველი"