loader

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმი მასთან შესახვედრად მზად არის. ამიტომ, სააკაშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

„ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას. რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.