"საქართველოს არ უნდა შეაფურთხონ... ამ ადამიანმა უამრავი ახალგაზრდა და პოლიტიკოსი მოკლა" - თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან, სააკაშვილის დაჯილდოება გააპროტესტეს
თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან, სააკაშვილის დაჯილდოება გააპროტესტეს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მიენიჭა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი, რომელიც სურ ლინდებრეკეს სახელს ატარებს.
მიხეილ სააკაშვილს პრემია მიენიჭა ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის
ვიდეო: "TV პირველი"