loader

"ქალბატონო პრეზიდენტო დამეხმარეთ, რეალითი-შოუდ აქციეს ჩემი განადგურება! რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან" - თათია სამხარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალბატონო პრეზიდენტო დამეხმარეთ, რეალითი-შოუდ აქციეს ჩემი განადგურება! რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან" - თათია სამხარაძე

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან" - ამის შესახებ თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, დაეხმაროს.

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი-შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - წერს თათია სამხარაძე.

ცნობისთვის 112-ში "პოს TV"-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო 24 მარტს, ღამით "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

"ფორმულას" ინფორმაციით, უწყებაში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.

"პოს TV" ამტკიცებდა, რომ თა­თია სამ­ხა­რა­ძე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ქო­ვა­ნის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქეიდან ვერ გა­მო­დი­ო­და, რად­გან და­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამ გა­და­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­წე­რა თა­თია სამ­ხა­რა­ძემ ვი­დეო სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან და გა­ნა­ცხა­და, რომ ის, რა­საც მის შე­სა­ხებ "პოსტს ტვ"-ის ეთერ­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ, სრუ­ლი სიც­რუე იყო.

2016 წელს თათია სამხარაძემ "პოს TV"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა. შალვა რამიშვილი მაშინ სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა, თუმცა 2019 წელს სასამართლომ რამიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შალვა რამიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.