loader

“მითხრეს, რომ კაბინეტში მელოდებოდა... ძალიან დიდი ამბავია, რასაც ასე ვერ გადმოგცემთ“ - შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მითხრეს, რომ კაბინეტში მელოდებოდა... ძალიან დიდი ამბავია, რასაც ასე ვერ გადმოგცემთ“ - შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს:

“შალვა რამიშვილზე რასაც წერენ, სიმართლეა, ხალხნო. ეს არის ყველაზე ნაგავი კაცი! ის გოგო, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ სიმართლეს ამბობს. თავის პოზიციას ბოროტად იყენებს, ადამიანებს ატყუებს, რომ დაასაქმებს და შემდეგ უკვე იწყებს მოქმედებას.

მაგალითად, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა: ერთ მშვენიერ დღეს, როცა გადავწყვიტე სამსახურის დაწყება ტელევიზიაში. რა თქმა უნდა, ყველა ტელევიზიაში მქონდა მცდელობა, მათ შორის POSTV - ანალიტიკა იყო. როცა აღნიშნულ ტელევიზიაში მივედი იმისათვის, რომ cv შემევსო. ამ დროს იქვე მახლობლად შალვა იჯდა, რომელმაც როგორც კი დამინახა, ხალხი დატოვა და კაბინეტში შევიდა. როცა ვიკითხე, სად არის cv ფორმატი-მეთქი, რომელსაც ველოდებოდი, მათ მითხრეს, რომ კაბინეტში დირექტორი მელოდებოდა. და მოკლედ, ძალიან დიდი ამბავია, რასაც ასე ვერ გადმოგცემთ. ძალიან მტკივა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები შესაბამისად არ არიან დაცულები ასეთი ფაქტებისგან. არ გაბედო, შალვა და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ - წერს მირანდა ძირკვაძე და ე.წ. სქრინებს აქვეყნებს.