"რატომ უნდა აკეთებდე ასეთ სიბოროტეს? ეს ბიჭი ძლივს გადარჩა სიკვდილს... "ნუდების" გაგზავნის თხოვნა ძალადობა არ არის" - რას ამბობს დომენიკ მანგო გიორგი კეკელიძეზე
"რატომ უნდა აკეთებდე ასეთ სიბოროტეს, რომ წაქცეულს ზურგში წიხლი მიაწიო? ეს ბიჭი ძლივს გადარჩა სიკვდილს" - რას ამბობს დომენიკ მანგო გიორგი კეკელიძეზე.
7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, "წყლის ჭავლთან მოცეკვავე" გოგო, ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი სალომე კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძის მიერ შეთავაზებულ სტიპენდიაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა უფროსმა დამ, სოფია კენჭიაშვილმა გაავრცელა. სოფიამ 2021 წელს გიორგი კეკელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კეკელიძე შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.