loader

“მხოლოდ ფაქტები: საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი... გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს- წაიკითხავდით ცხადია“ - გიორგი კეკელიძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მხოლოდ ფაქტები: საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი... გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს- წაიკითხავდით ცხადია“ - გიორგი კეკელიძე მიმართვას ავრცელებს

გიორგი კეკელიძე ეხმაურება იმ ფაქტს, რომ წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონა აქციიდან, სალომე კენჭიაშვილი “მარო მაყაშვილის“ სახელობის სტიპენდიის მიღებაზე უარს აცხადებს, რადგან გოგონას ოჯახის წევრი კეკელიძეს ძლადობაში ადანაშაულებდა:

“მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ).

ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს.“