"ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს. როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.
„არ მქონია მცდელობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სურვილი დღეს ძალიან მაქვს, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ იმდენად საჭიროა მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში და ბევრი გზავნილია უცხოეთიდან, რაც, ალბათ, უნდა გაიგოს და მოისმინოს თუ ის არის მთავარი.
ვიდეო: "TV პირველი"