ცნობილი სად და როდის გაიმართება ზურა ყიფშიძის საიუბილეო საღამო, რომელიც მისი ვარსკვლავის გახსნით დასრულდება - რას წერს დავით ოქიტაშვილი
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, მსახიობ ზურა ყიფშიძის ვარკსვლავის გახსნასთან დაკავშირებით უახლოეს ცნობებზე სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს საქართველოს კულტურის პალატაში გაიმართა შეხვედრა ყველასათვის საყვარელ მსახიობ ზურა ყიფშიძესთან. ვისაუბრეთ მის საიუბილეო საღამოს შესახებ, რომელიც გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 ოქტომბერს - ზურა ყიფშიძე 70" - წერს დავით ოქიტაშვილი.