"სად და რომელ საათზე უნდა გამოვცხადდე, რომ შევუდგე პრემიერის ფუნქციების შესრულებას?! ალბათ, მას ესეც ეცოდინება..." - ვიქტორ ყიფიანის იუმორისტული პასუხი მისი პრემიერობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
"პალიტრანიუსის" გადაცემის "ბიზნეს პალიტრის" წამყვანმა ნინი ბასილაშვილმა "ჯეოქეისის" დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის სტუმრობის დროს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დაწერილი კომენტარი წაიკითხა:
"წამყვანს უთხარით ვინმემ, რომ რეგალია შეცვალოს, მომავალი პრემიერ-მინისტრი გიზით სტუდიაში"...
რის შემდეგაც ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ მისი პრემიერობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულია.
"თქვენ შეგიძლიათ მასვე მიsწეროთ პასუხი - სად და რომელ საათზე უნდა გამოვცხადდე, რომ შევუდგე პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას. ალბათ, მას ესეც ეცოდინება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არასერიოზულია, რა თქმა უნდა, ეს. იუმორის ელემენტი გვაკლდა და რა კარგია, რომ პატივცემული მოქალაქე შემოგვეშველა, მადლობა ვუთხრათ მას.
სერიოზულ ნოტზე უნდა შევახსენოთ მსგავსი არაჯანსაღი ინტერესების ავტორებს, ყველა პოლიტიკურ პროცესს აქვს თავისი წესი, კანონი, პროტოკოლი და რეგლამენტი, მათ შორის, წესი იმისა, თუ როგორ შეიძლება ესა თუ ის ადამიანი გახდეს პრემიერ-მინისტრი. ამას აქვს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესშია ჩაშენებული, რომელიც გარკვეულ რეგლამენტაციას და წესებს ექვემდებარება. დღეს, როგორც მე, ასევე თანაბარი წარმატებით თქვენ ამ რეგლამენტებს და პროტოკოლს ვართ აცდენილი. ასე რომ, არც მე და არც თქვენ დაწინაურება არ გვემუქრება", - განაცხადა ყიფიანმა.
სრული გადაცემა იხილეთ ბმულზე>>>>