loader

"ბატონი ბიძინა მოიხსენიეთ მხოლოდ მე-19 წუთზე, ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ" - რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონი ბიძინა მოიხსენიეთ მხოლოდ მე-19 წუთზე, ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ" - რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს

ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, ატომური თავდასხმები გველის და თურმე ამაში დამნაშავე უკრაინაა, - ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ომი უნდა.

მისივე თქმით, ეს გამოსვლა შარშანდელი გამოსვლისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე ახსენა.