პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა დაიწყო
პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა დაიწყო. მთავრობის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.
პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, ანა ბუჩუკურის, თამარ კორძაიას, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და არმაზ ახვლედიანის ხელმოწერით, საინტერპელაციო კითხვები პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ იანვარში გაეგზავნა.