loader

რას ამბობს თათია სამხარაძე ვიდეოზე, რომელშიც შალვა რამიშვილთან ერთად ცეკვავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს თათია სამხარაძე ვიდეოზე, რომელშიც შალვა რამიშვილთან ერთად ცეკვავს

"კარგად ვცეკვავ - ვცეკვავდი 7 წელი და კიდევ გავაგრძელებ. ჩემი ცეკვის მრავალი ვიდეო ელის "ფეისბუქბაბლს", - ამის შესახებ თათია სამხარაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "პოს TV"-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ სოციალურ ქსელში თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილის ცეკვის ამსახველი ვიდეო შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა:

"ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა თათია სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით, რომ არ შემავიწროვოსო. როგორი "მსხვერპლიც" ეს თათია სამხარაძეა, ისეთი "მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია, სხვათა შორის, "პოს ტივის" და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო, სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს...."

2016 წელს თათია სამხარაძემ "პოს TV"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა. შალვა რამიშვილი მაშინ სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა, თუმცა 2019 წელს სასამართლომ რამიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შალვა რამიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.