loader

"ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება" - რას ამბობს ხატია დეკანოიძე პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება" - რას ამბობს ხატია დეკანოიძე პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნაზე

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თანამშრომლობა დასრულდება“.

შესაბამისი განცხადება დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, თუმცა მას არ დაუსახელებლია დრო, „ოფიციალურად როდის იქნება“ აღნიშნულის დეკლარირება.

„ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით, დროს და მომენტს“ , - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ „ალბათ, ეს ლოგიკურია, იმის შემდეგ, რაც გუშინ ვთქვი“.

ხატია დეკანოძის თქმით, პოლიტიკაში დარჩება.

„პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას ნამდვილად, ასეთი გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად დადგება, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=YXNsEeZZ64Y