“ისეთი აღელვებული იყო, გურისაც გაუბრაზდა... არც შენ დაგინდობს, იცოდე, მე გაგაფრთხილე“ - რას წერს თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის თანაწამყვანის შესახებ?
თათია სამხარაძე მიმართვას ავრცელებს:
“რაღაც კონსპირაციები უბლუყუნია ნირ და ფერწამხდარ შალვა რამიშვილს გუშინ გადაცემაში. ისეთი აღელვებული იყო, გურისაც გაუბრაზდა, რა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, სასამართლო რომ მომიგო თათია სამხარაძემო.
ჰოდა, გური, ერთხელ კი არა, თან ორჯერ მოვუგე, შიგ ქართული ოცნების სასამართლოში. თორემ ეგ არაა დამნდობი კაცი.
არც შენ დაგინდობს, იცოდე. მე გაგაფრთხილე“ - წერს სამხარაძე.