"გადაწყვეტილება მიღებული აქვთ" - ხვიჩა და ნიცა დაინიშნენ, როდის გეგმავს წყვილი ქორწილს?
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ, რომ ფეხბურთელი ფოტოებში საქორწინო ბეჭდით ჩნდება.
ცოტა ხნის წინ ხვიჩა და ნიცა თავაძე დაინიშნენ და მალე ქორწილსაც გეგმავენ.
როგორც ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, AMBEBI.GE-ს განუცხადა, წყვილს ჯვრისწერა, ალბათ, სეზონის დამთავრების შემდეგ ექნებათ.
"დიახ, ვადასტურებ, რომ დაინიშნა. გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ქორწილს, ჯვრისწერას რაც შეეხება, ალბათ, სეზონის დამთავრების შემდეგ იქნება. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ერთ დღეში, ერთ თვეში გადაწყვიტონ. პატარები აღარ არიან და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, ჩვენ კი მივესალმებით... მადლობას გიხდით ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის" - ამბობს ბადრი კვარაცხელია.