"საკუთარ სიცოცხლეს შევწირავ! ბავშვი მეხვეწება, არ იშიმშილო, არ მომიკვდეო, გესმით? ამათ ფეხებზე ჰკიდიათ, ეს არის ქვეყანა? მიმიფურთხებია თქვენი თანამდებობისთვის" - რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან
ჯანდაცვის სამინისტროსთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.
ისინი კონკრეტული მედიკამენტის (ვოზორიტიდის) საქართველოში შემოტანას და მის დაფინანსებას ითხოვენ.
მშობლებს უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა სურთ და აცხადებენ, რომ მიუხედავად სამინისტროს დაპირებისა, წამალი ამ დრომდე ქვეყანაში არ არის.
ვიდეო: "ფორმულა"