"ახლა გავიგე, რომ შალვა რამიშვილის შვილებს სწერენ მამაზე..." - ელენე ხოშტარია
"ახლა გავიგე, რომ შალვა რამიშვილის შვილებს სწერენ მამაზე", - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რამდენადაც სრულიად უკომპრომისოდ უნდა ვებრძოლოთ ძალადობას, იმდენად კატასტროფაა შვილებისთვის მიწერა.
"ახლა გავიგე, რომ შალვა რამიშვილის შვილებს სწერენ მამაზე.
რამდენადაც სრულიად უკომპრომისოდ უნდა ვებრძოლოთ ძალადობას, იმდენად კატასტროფაა შვილებისთვის მიწერა.
გავასწოროთ ფოკუსი..." - წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში "პოს TV"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.