"კაცები იმალებიან ქალების უკან, ეს არის მათი ტაქტიკა" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები იმალებიან ქალების უკან - ეს არის მათი ტაქტიკა, აბსოლუტურად სამარცხვინო და ალბათ, იგივე სურათს უნდა ველოდოთ ხვალინდელი ინტერპელაციის დროსაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისასა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არავითარი ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი არ აქვს.